გაკვეთილის გეგმები და შეფასების რუბრიკები


გაკვეთილის  თემა
გამრავლება  მეიოზი. მეიოზის მნიშვნელობა
სწავლების  საფეხური  კლასი
მე-IX კლასი  საშუალო საფეხური
მოსწავლეთა  რაოდენობა
4 მოსწავლე
გაკვეთილის  მიზანი და შედეგები
ბიოლ. მე-9.6.1. ადგენს  მიტოზისა  და  მეიოზის  მარტივ  სქემას. ადარებს  შვილეულ  უჯრედში  ქრომოსომების  განაწილების  კანონზომიერებებს  და  განმარტავს  მათ  მნიშვნელობას;   კვლ. 9-3.  მოსწავლეს  შეუძლია  მონაცემთა წარდგენა  სხვადასხვა  საკომუნიკაციო  საშუალებების  გამოყენება
კვლ 9-4. მოსწავლეს  შეუძლია  მონაცემთა  ანალიზის შეფასება
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლემ  უნდა  იცოდეს  უჯრედის  აგებულება. ქრომოსების  სტრუქტურა, სქესობრივი  დაუსქესო გამრავლებისა და გენეტიკის  კანონზომიერებები.
შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან ინდივიდუალურად  ჩართულობის, ახალი  და ძველი  მასალის  გააზრებას მოდელზე  დაკვირვებისა  და  აღწერის  უნარის  მიხედვით.  მსჯელობს  მეიოზის  ბიოლოგიურ  მნიშვნელობაზე. გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას.
სასწავლო  მასალა  და  ტექნოლოგიური რესურსები
სახელმძღვანელო, სურათები,  სქემები,  მზა  პრეპარატეები,  მიკროსკოპი,  თაბახის  ფურცელი,  კომპიუტერი
გაკვეთილის  მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
წინა მასალის გამოკითხვა.
აქტივობა 1. (5წთ) მოსწავლის  გააქტიურების  მიზნით  მოსწავლეებს  ვთხოვ  წაიკითხონ “ რუბრიკა”და  გასცენ  შემდეგ  კითხვებს  პასუხი:
- რა  არის  დამახასიათებელი  უსქესო  გამრავლებისათვის?   -რა  განასხვავებს  სქესობრივ  გამრავლებას  უსქესო  გამრავლებისაგან  -როგორ  ფიქრობთ  სქესობრივი  გამრავლების  დროს  როგორ  ინარჩუნებს  ორგანიზმი  მისთვის  დამახასიათებელ  კარიოტიპს?  -სად  წარმოიქნება  გამეტები  ცხოველში?  მცენარეში?
აქტივობა2. (5წთ)  მოსწავლეებს  ვაძლევ  საშუალებას  მიკროსკოპის  გამოყენებით  დაათვალიერონ  მეიოზი  მიკროპრეპარატით და  ჩახატონ  რვეულში მეიოზის  ფაზები.  ამის  შემდეგ  დააკვირდენ  მეიოზის  ნახატს  გაკვეთილში, გამოთქვან  მოსაზრებები.]
აქტივობა 3.  ( 15წთ)  ინფორმაციის  ანალიზი,  შედარება,  დისკუსია.იმისთვის  რომ  გავიგო,რამდენად  გაიაზრეს  მოსწავლეებმა  ახალი  მასალა,  ვთხოვ  მათ  იმუშაონ  სქემებზე.  შეკითხვების  საფუძველზე  აღწერონ,  შეადარონ  დაადგინონ  პირველი  და მეორე  მეიოზური  გაყოფის  ფაზები  დაადგინონ  მათ შორის  მსგავსება და განსხვავების  საფუძველზე  დასკვნების  გამოტანა,  დასაბუთება.
აქტივობა 4. (5წთ)  გაკვეთილის  შეჯამება  იმისათვის  რომ  შევაჯამო  კლასის  ცოდნა
გამოვიყენებ  მოსწავლეთა პრეზენტაციას თემაზე  შედარების  კოგნიტური  სქემა
რა  ხდება i  პირველი  მეიოზური  გაყოფის  დროს?
პროფაზა:
მეტაფაზა:
ანაფაზა:
ტელოფაზა:
რა  ხდება  ii  მეიოზური  გაყოფის  დროს?
პროფაზა:
მეტაფაზა:
ანაფაზა:
ტელოფაზა:
რა  მსგავსება  და  განსხვავებაა  i    და     ii  მეიოზური
გაყოფას  შორის? აღწერე  რა  ხდება1  მეიოზური  გაყოფის  დროს?  ინტერფაზა:
აღწერე  რა  ხდება  2  მეიოზური  გაყოფის  დროს?  ინტერფაზა:
მსგავსებისა  და  განსხვავების  საფუძწელზე  გასკვნების  გამოტანა,  დასაბუთება.
აქტიობა  4 ( 5წთ)  გაკვეთილის  შეჯამება
იმისთვის  რომ  შევაჯამოთ  კლასის  ცოდნა მოვისმენ  მოსწავლეთა პრეტენტაციებს  და  დავუსვამ  შეკითხვებს
აქტივობა  5(წთ)  საშინაო  დავალება
















გაკვეთილის   გეგმის  რუბრიკა



აქტივობები
5-6
7-8
9-10
მოსწავლე  ადგენს  მიტოზის  და  მეიოზის   მარტივ  სქემას
არ  შეუძლია
ზოგჯერ  აყალიბებს  კვლევის  მიზანს
განსაზღვრავს  და  აყალიბებს  კვლევის  მიზანს
ადარებს  შვილეულ  უჯრედში  ქრომოსომების  განაწილების  კანონზომიერებებს  დამათ  მნიშვნელობებს
უჭირს შედარება
ხარვეზებით  ადარებს
არგუმენტირებულად  ადარებს
მოსწავლეს  შეუძლია  მონაცემთა  წარდგენა,  სხვადასხვა  საკომუნიკაციო  საშუალებების  გამოყენება
არ  იცის  მონაცემთა  წარდგენა
უჭირს  საკომუნიკაციო  საშუალებების  გამოყენება
აკეთებს  მონაცემთა წარდგენას
მოსწავლეს  შეუძლია  მონაცემთა  ანალიზის  შეფასება
არ  შეუძლია
უჭირს
აკეთებს  სათანადო  დასკვნებს


No comments:

Post a Comment